უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

17 თებ 2023

უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ჯერ დედაქალაქ კიევში, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში გაისმა, რაც 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.