ბათუმში, კლინიკა “ბიემსში”დედამ ახალშობილი დატოვა

17 თებ 2023

ბათუმში კლინიკა “ბიემსში” დედამ ახალშობილი დატოვა.

აჭარის მაუწყებელს კლინიკაში განუცხადეს, რომ 18 წლის ქალმა 2 დღის წინ იმშობიარა, დღეს კი ახალგაზრდა ქალმა ჩვილი საავამდყოფოში დატოვა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო და ისინი უზრუნველყოფენ ახალშობილის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას. მომხდარზე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც.