მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში

17 თებ 2023

ბაკურიანი პირველ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. სნოუბორდითა და თხილამურებით თავისუფალი სტილით სრიალის შვიდ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 42 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს – მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც. მასშტაბური  სპორტული ღონისძიების  უსაფრთხოდ ჩატარებაზე შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტისა და სამსახურის თანამშრომლები იზრუნებენ.  კონკრეტულად კი გააკონტროლებენ  სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას,  სპორტსმენებისა  და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელ  გადაადგილებას. სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას კი მოთხილამურე პატრულები   დაიცავენ.