რეინჯერთა საპარაშუტო კურსი დასრულდა

17 თებ 2023

საპარაშუტო კურსი დაასრულეს  რეინჯერებმა. სამკვირიანი სწავლება თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა. ისწავლეს  მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების,  განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები.    პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა.