თორნიკე შენგელიამ 19 ქულა ჩააგდო და "ვირტუსს" იტალიის თასის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა

16 თებ 2023

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის თასის მეოთხედფინალში „ვენეცია“ 82:68 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და „ვირტუსის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა და ამ დროში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. თორნიკე შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელ მარკო ბელინელის ჩამორჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა.

ვირტუს ბოლონია“ იტალიის თასის ნახევარფინალში 18 თებერვალს სტუმრად „ტორტონას“ დაუპირისპირდება.