საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა

16 თებ 2023

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. მხარდამჭერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირია.  პროგრამა აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.