ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

14 თებ 2023

ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.

მათივე თქმით, დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.