თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 ათასს გადააჭარბა

13 თებ 2023

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 ათასს გადააჭარბა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 31 643-ს აღემატება. გაეროს ინფორმაციით, სირიაში მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 574-ს აჭარბებს.

სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში მე-8 დღეა, გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა შეძლეს. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.