ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - აჭარის გზების დეპარტამენტი

13 თებ 2023

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად ახორციელებს - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როლანდ ბოლქვაძე, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნო.