თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ჩავიდა

12 თებ 2023

კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ამჯერად მისი სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში.

მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ მაშველებმა ბავშვი 6 სართულიანი სახლის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ნანგრევებიდან მის გათავისუფლებას მაშველები 9 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

სტიქიის ერთ-ერთ ლოკაციაზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი, ადიამანში, სადაც ქართველი მაშველები მუშაობენ, ადიამანაში ელოდებიან საქართველოს ელჩსაც თურქეთში.