ხულო თუ დიდაჭარა?

11 თებ 2023

ერქვას უნდა თუ არა ხულოს ხულო? თუ დიდაჭარა? - ამ საკითხზე ხულოში განხილვები მიმდინარეობს.

იდეის ავტორი ბიზნესმენი გოჩა ირემაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომ ადრე ხულოს დიდაჭარა ერქვა და ის უბრალოდ ისტორიის აღდგენას ცდილობს, თუმცა თავად ხულოელების სავარაუდოდ დიდი ნაწილი ამ ცვლილების წინააღმდეგია.