დღეს "ბორჯღალოსნები" ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებს ეთამაშებიან

11 თებ 2023

დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდება.

გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ლევან მაისაშვილმა 10 ცვლილება განხორციელა.

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის წარსულში გამართული ორივე მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა.

დღევანდელი დაპირისპირება ამსტერდამში თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.