მიწისძვრის ტრაგიკული შედეგი თურქეთში

11 თებ 2023

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. მხოლოდ თურქეთში კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 ათასს, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 ათასს აჭარბებს. სტიქიის ზონებში გრძელდება სამაშველო ოპერაციები. 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოების წარმოება.