10 თებ 2023
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი 3 377 პირი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, ხოლო სირიაში კი მათი რიცხვი სამი ათასს მიუახლოვდა.
ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.