ბათუმში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

08 თებ 2023

ბათუმში, აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.  

ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.