მაღალმთიან აჭარაში თოვლის შემდეგ გზები გაწმენდილია

08 თებ 2023

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ასევე იწმინდება კურორტ გომარდულთან მისასვლელი საავტომობილო გზა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ყველა მიმართულებით.