9 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ხულოში

08 თებ 2023

ხულოს მერია წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 9 მილიონ ლარს დახარჯავს. დაგეგმილია სოფლებში გზების პრობლემური მონაკვეთებისთვის ბეტონის შეძენა, რამდენიმე სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, სოფლებში ტუნაძეებსა და ჩაოში,  ასევე დაბა ხულოში ახალგაზრდობის ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

წელსვე გაგრძელდება გასულ წელს დაწყებული მშენებლობები, კერძოდ,  სოფელ დიოკნისში სოფლის სახლის მშენებლობა,  ასევე უნდა დასრულდეს დაბაში სახელოვნებო სკოლა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 30 მილიონ ლარს შეადგენს.