საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

06 თებ 2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

უწყებაში მოსახლეობას საავტომობილო გზების ნაწილზე ქარბუქისა და ლიპყინულის გამო ტრანსპორტის შესაძლო შეზღუდვის შესახებ აფრთხილებენ.

"6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.