''ბორჯღალოსნებმა'' გერმანიის ნაკრები დაამარცხა

05 თებ 2023

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო. თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში  ქართველმა მეტოქე დიდი ანგარიშით 75:12 დაამარცხეს.

ისტორიის მანძილზე  ''ბორჯღალოსნებმა'' გერმანიასთან 8 შეხვედრა გამართეს და რვავე გამარჯვებით დაასრულეს. 

ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.