არასწორი პარკირებისთვის საჯარიმო სანქციები გაიზარდა

02 თებ 2023

ბათუმში შშმ პირისთვის განკუთვნილ პარკირებაზე დარღვევით დგომისთვის  მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან.

ცვლილება ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც შეეხო. ჯარიმა გაორმაგდა, სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს.

მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა  ბოლო სამი თვის მონაცემები გამოაქვეყნა, ამ პერიოდში 9 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.