ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა

01 თებ 2023

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია შეიკრიბა მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომისიის წევრებმა  საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა განიხილეს. 

კონკურსში 38 მსურველი მონაწილეობს. მომდევნო კვირაში გასაუბრება ჩაინიშნება.