ბათუმში ხანძრის შედეგად რამდენიმე საამქრო დაიწვა

30 იან 2023

ბათუმში, გრიბოედოვისა და კომახიძის  კვეთასთან ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით საამქროში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათამდე ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.