ეროვნული ლიგის პირველ ტურში ''დინამო'' ბათუმი ქობულეთის ''შუქურას'' დაუპირისპირდება

29 იან 2023

საქართველოს ეროვნული ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ''სამტრედიასა'' და ''თელავს'' შორის გაიმართება.

26 თებერვალს კი ''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე ქობულეთის ''შუქურას'' უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

  • მოქმედი ვიცე-ჩემპიონები ბათუმელები მეორე ტურში 4 მარტს ისევ შინ ''საბურთალოს'' წინააღმდეგ ითამაშებენ. 
  • მესამე ტური გორის ''დილა'' - ''დინამო'' ბათუმი 8 მარტი; 
  • მეოთხე ტური ''დინამო'' ბათუმი -  ''სამტრედია'' -12 მარტი; 
  • მეხუთე ტური ''გაგრა'' - ''დინამო'' ბათუმი 18 მარტი.

მეოცე ტურის შემდეგ 9 ივნისიდან  ეროვნულ ლიგაში შესვენება დაიწყება და 21-ე ტურის თამაშები 5 აგვისტოს განახლდება.

ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრები  კი 9 დეკემბერს არის დაგეგმილი.