ხანძარი თბილისში

28 იან 2023

დიდი დიღმის 3 მკრ რაიონში 24 კორპუსის ერთ ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანებაა. კორპუსის მობინადრეთა ინფორმაციით ბინაში დენის სადენები აფეთქდა . 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, გავრცელებული ინფორმაციით ბინაში არავინ იმყოფებოდა

 

მიმდებარე კორპუსებში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. მოსახლეობის ნაწილი ამ ეტაპზე კორპუსში რჩება