ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად, ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიპოვა

28 იან 2023

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. მოკლე პროგრამაში შესანიშნავი ასპარეზობისა და პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს მოგვიანებით ასევე ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან.

ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც, შესაბამისად, მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.