„სოფელსა შინა“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

27 იან 2023

ბათუმის დრამატული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. ამ პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური – „სოფელსა შინა“ მოუძებნა, რომლის პრემიერაც ამ წუთებში ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს.