26 იან 2023
ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკერიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტისფარგლებში ბინა 100 ოჯახს უახლოეს პერიოდში გადაეცემა - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთიპრიორიტეტია.
"ეფექტური სოციალური პოლიტიკა და მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან ერთად განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას.
ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა.
წელს იქნება მნიშვნელოვანი წელი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის მხრივ, 1000-მდე ოჯახისთვისგანხორციელდება სახლების მშენებლობა. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიმიმდინარეობს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის პროექტის l ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 80 ოჯახს გადაეცა.
ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლებისგარეშე“, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსითჩანაცვლდება. 4 წლის განმავლობაში საჭიროების მქონე ოჯახები, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხოსაცხოვრისით.