პოლონეთმა გერმანიას „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ოფიციალურად სთხოვა

24 იან 2023

პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უკრაინაში გადაცემაზე თანხმობის შესახებ.

ასევე, მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.