მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება

23 იან 2023

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.