ნაპოლის სპორტული დირექტორი - ხვიჩა კვარაცხელიას ისედაც აქვს კონტრაქტი, გახანგრძლივებას არ ვაპირებთ

22 იან 2023

ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რადგან მას კონტრაქტი გაფორმებული აქვს, მის აგენტებთან კი საიმედო ურთიერთობა არსებობს - ამის შესახებ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა Dazn-თან ინტერვიუში ისაუბრა.

''ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ. ახლა გვჭირდება ფოკუსირება ყოველდღიურ ამოცანებზე და შედეგებზე, ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონობის მოპოვებაა“, – განმარტა ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა.

ნოემბრიდან იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებდა, საპასუხოდ კი კლუბი მას ხელფასს გაუორმაგებდა.