"დინამო" ბათუმმა ანტალიაში პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ კლუბთან დათმო

21 იან 2023

"დინამო" ბათუმი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გადის, სადაც პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ "ვიძევ" ლოძის წინააღმდეგ გამართა და 2:4 დამარცხდა.

ბათუმელთა მხრიდან გოლები : ბიძინაშვილმა და მამუჩაშვილმა გაიტანეს.

"დინამომ" პირველი ნახევარი ამ  შემადენლობით ითამაშა: ტკაჩენკო, რეხვიაშვილი, ქაფიანიძე, ჩაბრაძე, ჰაიდინი, ფოცხვერია, ზარია, იაკობსენი, კვერნაძე, ღუდუშაური, კაპანაძე.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ხარატიშვილი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ბაგრატიონი, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი, ხარებავა, ფლამარიონი, ბიძინაშვილი, ვაწაძე. 

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქეთში 28 იანვრამდე დარჩება და კიდევ  2  საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.