გურჯაანში “საქართველოს ბანკის” ფილიალში უცნობი პირი ფულს ითხოვდა და შეღწევას ცდილობდა

20 იან 2023

კახეთში, გურჯაანში “საქართველოს ბანკის” ფილიალში უცნობი პირი შეღწევას ცდილობდა და ფულს ითხოვდა.

გავრცელებული ინფრომაციით, ადგილზე ბანკის ფილიალის მენეჯერი იმყოფებოდა, რომელსაც ის ცივი იარაღით დაემუქრა.

მოგვიანებით, თავდამსხმელის გაყვანა დაცვის თანამშრომლებმა მოახერხა. 

ბანკის ფილიალის მენეჯერი გურამ ცქიტიშვილი გურჯაანის პოლიციის სამმართველოში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.