რამდენი სოციალური სახლი აშენდება აჭარაში 2023 წელს

18 იან 2023

აჭარაში ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიმდინარე წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სოციალური სახლები აშენდება. მუნიციპალიტეტების ნაწილმა პროგრამებისთვის თანხები ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინა. რამდენიმე პროექტი გარდამავალია და მათზე მუშაობა გასულ წლებში დაიწყო.

მაგალითად ბინები "ოცნების ქალაქში", "იაფი სახლი" და "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე".

რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ოჯახის პრობლემა გადაიჭრება უკვე დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით.