შუახევის პირველობა თხილამურებში

18 იან 2023

კურორტ გომარდულზე მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის პირველობა სათხილამურო სპორტში ჩატარდა.

შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, სადაც ბარათაულის, გომარდულის, ოლადაურისა და მაწყვალთის გუნდები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.