ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი

18 იან 2023

21-28 იანვარს იტალია ევროპის ზამთრის მე-16  ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მასში საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში 8 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ფესტივალი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ოლიმპიადაში სულ 47 ქვეყანა  მონაწილეობს და 13 ოლიმპიური სახეობა იქნება წარმოდგენილი.