სუს-მა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

17 იან 2023

დაკავებულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი. სავარაუდოდ, მას ქრთამის აღებას ედავებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს.