დაგეგმილი სიახლეები

30 იან 2017

სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აჭარის რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს  აჭარის განათლების და საქართველოს  ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე. ისაუბრეს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციაზე, კერძოდ სასპორტო სკოლის, სპორტული სტადიონებისა და საცურაო აუზის მშენებლობებზე.