ჩვენებურების ძველით ახალი წელი

14 იან 2023

ახალი წელი ძველი სტილით აღნიშნეს თურქეთის ქალაქ ბორჩხაში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი ქართველია.

ილბაში ანუ ახალი წელი, ადრე აქ მხოლოდ სოფლებში აღინიშნებოდა, უკვე მეორე წელია დღესასწაული, რომლის ტრადიციაც თითქმის იკარგებოდა, სახალხო ზეიმად იქცა.