საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

13 იან 2023

საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 13 იანვარს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხრავე სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.