ტექდათვალიერების სერვისის ხელმისაწვდომობის პრობლემა მაღალმთიანეთში

12 იან 2023

ტექდათავლიერების სერვისის ხელმისაწვდომობას ითხოვენ ავტომფლობელები აჭარის მაღალმთიანეთში.

ხულოსა და შუახევში შესაბამისი ცენტრები არ ფუნქციონირებს, რის გამოც ტრანსპორტის ტექდათვალიერების გასავლელად ბათუმში ჩამოსვლა უწევთ, რაც მძღოლების თქმით, ფინანსურად აზიანებთ.