ტექდათვალიერების სერვისის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა

12 იან 2023

ტექდათავლიერების სერვისის ხელმისაწვდომობას ითხოვენ ავტომფლობელები აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოსა და შუახევში შესაბამისი ცენტრები არ ფუნქციონირებს, რის გამოც ტრანსპორტის ტექდათვალიერების გასავლელად ბათუმში ჩამოსვლა უწევთ, მძღოლების თქმით,  დამატებით 100კმ-ს გავლა  ფინანსურად აზიანებთ, რადგანაც საწვავის ფასი მზარდია და ტექდათვალიერება მუდმივად  დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

აჭარის მაღალმთიანეთში შესაბამისი სერვისი 2019 წელს ფუნქციონირებდა.