შერმადინმა 25 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა

09 იან 2023

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრებისა და ლენოვო "ტენერიფეს" ვეტერანმა კალათბურთელმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ამ შედეგით რა თქმა უნდა MVP-ს ტიტულის მფლობელიც გახდა. საბოლოო ჯამში "ტენერიფემ", "უნიკახა" 91:84 დაამარცხა.

ამ დროისთვის "ტენერიფე" 22 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში 14 იანვარს შერმადინის გუნდი სტუმრად, "სარაგოსასთან" ითამაშებს.