მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

09 იან 2023

დილიდან განახლდა ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 40-მდე სპეც-ტექნიკა. ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით თემებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები იწმინდება.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყველა მიმართულებით თავისუფალია.