29 წლის კაცის დაჭრის საქმე - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

08 იან 2023

5 იანვარს ახალგაზრდა კაცის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს, მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

დაჭრილი კაცის მდგომარეობა კი კარგია და მას ხვალ სახლში გაწერენ. შემთხვევა 5 იანვარს ბათუმში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტი პარკირების გამო გამოწვეულ შელაპარაკებას მოჰყვა.