შობას ზეიმობენ ბეთლემში

07 იან 2023

მართლმადიდებლური შობა იზეიმეს ბეთლემში. მაცხოვრის ქრისტეშობის ტაძარში მთელი ღამის მანძილზე საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა, მას იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე წარუძღვა. 

მაცხოვრის შობის ტაძართან მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად, ათასობით მორწმუნე შეიკრიბა.