მიხეილ სააკაშვილის საქმე

06 იან 2023

სურვილის მიუხედავად, სააკაშვილი 9 იანვრის პროცესზე  ვერც ფიზიკურად დასწრებას და ვერც დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს - თქვა ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა.

შალვა ხაჭაპურიძე დღეს ვივამედში იმყოფებოდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კი თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილი  ცუდად არის. იგი სასამართლო სხდომების ყოველდღიურად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.