სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 22 იანვარს დაიწყება

05 იან 2023

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 22 იანვარს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება ელექტრონული ფორმით ერთ სესიად ჩატარდება, რომელიც  12:00 საათზე  დაიწყება და 5 საათს გაგრძელდება.

დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.  

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გასაუბრების ეტაპზე გადავლენ.