ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურებულია - პაველ კირილენკო

05 იან 2023

საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქ ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურდა - ამის შესახებ  დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  რუსული ძალები ბახმუტს მუდმივად ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

კირილენკოს განცხადებით, უკრაინელი დამცველები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.