რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს - უკრაინული მედია

04 იან 2023

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.