მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

29 დეკ 2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მორიგი სასამართლო პროცესი 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.